,,არა რუსულ კანონს!” – უნგრეთსა და ესტონეთში საპროტესტო აქციები გაიმართა

არა რუსულ კანონს! – საპროტესტო აქციები უნგრეთსა და ესტონეთში გაიმართა. ბუდაპეშტში ქართველმა ემიგრანტებმა და უკრაინელებმა თავისუფლების ხიდთან მსვლელობა გამართეს და ,,ქართული ოცნების” პოლიტიკა გააპროტესტეს, რომელიც ქვეყანის ევროინტეგრაციას აფერხებს.

ესტონეთში, ქალაქ ტარტუში აქცია ქართველმა სტუდენტებმა გამართეს, რომლებსაც მხარი უცხოელმა თანატოლებმაც დაუჭირეს. ისმოდა შეძახილები ,,საქართველო ევროკავშირში!”. გაჟღერდა საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის ჰიმნები.

მსგავსი თემები