პუტინი ჩინეთში სი ძინპინს ხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში სი ძინპინს ხვდება. ეს მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტია უპრეცედენტო, მეხუთე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ.

პუტინს მასშტაბური დახვედრის ცერემონიალი მოუწყვეს, შესრულდა რუსეთისა და ჩინეთის ჰიმნები, პრეზიდენტის მარშრუტი გაფორმებული იყო წითელი ხალიჩით.

ჩინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მის ქვეყანასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 75-ე წლისთავია და რომ ის და პუტინი ერთმანეთს 40-ზე მეტჯერ შეხვდნენ.

მან აღნიშნა, რომ ურთიერთობები “იოლი არ ყოფილა” და რომ ორივე მხარემ კიდევ უფრო მეტად უნდა დააფასოს და დაიცვას ის.

მსგავსი თემები