,,EU-ს გაწევრიანება საჭიროებს პრაქტიკულ ნაბიჯებს, რთულია გავიგოთ ეს კანონპროექტი რატომ უნდა ყოფილიყო შემოღებული ახლა” – ბრაჟე

EU-ს გაწევრიანება საჭიროებს პრაქტიკულ ნაბიჯებს, რთულია გავიგოთ ეს კანონპროექტი რატომ უნდა ყოფილიყო შემოღებული ახლა, – ამის შესახებ თბილისში მყოფმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

,,ჩვენ გვინდა და ვხედავთ საქართველოს ევროკავშირის წევრად და ნაწილად. მისი ევროპული გზა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინის გზა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ალბანეთის და სხვადასხვა ქვეყნების.

ჩვენ ძალიან ცალსახად გვსურს დავაფიქსიროთ ის წუხილები რომლებიც ამ ეტაპზე გვაქვს. ევროკავშირში გაწევრიანება საჭიროებს ძალიან პრაქტიკულ პრაგმატულ ნაბიჯებს, იმისთვის რომ მოერგოს ქვეყანა, მისი სამართლებრივი სისტემა, აღმასრულებელი, ევროპულ სტანდარტებს. ეს ევროპული სტანდარტები არის რომელიც ყველამ უნდა შევასრულოთ… ეს არის ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ და ყველა კანდიდატ ქვეყანას ევალება იგივეს შესრულება, ამ მიმართულებით ძალიან რთულია გავიგოთ რატომ არის ეს კონკრეტული კანონი რატომ უნდა ყოფილიყო შემოღებული ახლა.

ჩვენ გავიგეთ გზავნილი ვეტოს შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ იგი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ მთავრობამ მთლიანად გადახედოს მის გადაწყვეტილებას. და გადაწყვიტოს ამ კანონით რეალურად ევროკავშირს გზაზე დგამენ თუ არა. კიდევ გვაქვს რიგი კანონპროექტებისა, რომლებზეც გვაქვს რიგი წუხილები, ასევე ჩვენ გვადარდებს საპროტესტო აქციები როგორ მიმდინარეობს და ის ძალადობრივი აქტები რომლებიც მიმდინარეობს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი მოსახლეობის უსაფრთხოება, ეს არის ჩვენი ვიზიტის მთავარი ამოცანა. ჩვენ ვართ მეგობრები, რომლებიც ვართ ძალიან ღია და ძალიან დიდი კაპიტალი გავიღეთ საქართველოს დემოკრატიული მომავლის მშენებლობაში”, – თქვა მან.

მსგავსი თემები