მკაცრად ვგმობთ კანონმდებლობის დამტკიცებას, პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ორმხრივ პარტნიორობას – პაუერი

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერ ,,ოცნების” მიერ ,,უცხოური გავლენის” მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კანონი ძირს უთხრის საქართველოს ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და საბოლოოდ, გაართულებს ქართველი ხალხისთვის საჭირო სერვისების მიწოდების გაგრძელებას.

როგორც მან აღნიშნა, ეს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის მრავალწლიან ორმხრივ პარტნიორობას – პარტნიორობას, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს, რომლის დროსაც USAID-მა თითქმის 2 მლრდ დოლარის დახმარება გასწია საქართველოსთვის.

,,მკაცრად ვგმობთ დღევანდელ კენჭისყრას საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის” კანონმდებლობის სასარგებლოდ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და საბოლოოდ, გაართულებს ქართველი ხალხისთვის საჭირო სერვისების მიწოდების გაგრძელებას. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ასეთი კანონმდებლობის ზეგავლენით ორგანიზაციებზე, რომლებიც ასრულებენ კრიტიკულ სამუშაოს ადგილზე დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებლად და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის.

როგორც ევროკავშირმა ცხადყო, ამ კანონს აქვს პოტენციალი შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პერსპექტივები – ის, რასაც აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა. ეს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის მრავალწლიან ორმხრივ პარტნიორობას – პარტნიორობას, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს, რომლის დროსაც USAID-მა თითქმის 2 მლრდ დოლარის დახმარება გასწია საქართველოსთვის, რომელიც დამყარებულია ორმხრივ ინტერესზე და დემოკრატიის საერთო ერთგულებაზე.

შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ყოველგვარი ესკალაციის ან ძალადობრივი ქმედებებისგან, და საქართველოს მთავრობამ ძალისხმევის ფოკუსირება გააკეთოს ინიციატივებზე, რომლებიც უპასუხებენ ქართველი ხალხის ყველაზე აქტუალურ საჭიროებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები