პარლამენტთან აქცია 10:00 საათიდან განახლდება

არა რუსულ კანონს! – 14 მაისს, 10:00 საათიდან პარლამენტთან აქცია განახლდება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

,,ვიკრიბებით დილის 10 საათიდან. პარლამენტის სხდომა დაიწყება 12:00-ზე”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნება” რუსულ კანონს მესამე მოსმენით დღეს, 14 მაისს განიხილავს. პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

მსგავსი თემები