„ქართველი პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე“- ჯეიკ სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ქართველი პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან.

„ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით. ქართველი პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე – დაუჭირონ მხარი ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ სწრაფვას, თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოეთის აგენტების კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს. „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი რიტორიკა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებას და შექმნილია ქართველების იზოლაციისთვის აშშ-გან და ევროპისგან. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით”, – წერს სალივანი.

მსგავსი თემები