,,დატოვეთ დარბაზი” – ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან რიგით მე-13 ოპოზიციონერი, თინა ბოკუჩავა გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან, სადაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ, ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავაც გააძევა.

მანამდე სხდომიდან გააძევეს – დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია, ანი წითლიძე, თაკო ჩარკვიანი, ლევან ხაბეიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, სალომე სამადაშვილი, ქეთი თურაზაშვილი. სხდომა პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად დატოვეს ,,სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ, ,,გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამ, ,,ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

ოპოზიციონერების გარდა, ოხანაშვილი აძევებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. მათ კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევდა და მიკროფონს უთიშავდა.

მსგავსი თემები