როგორ უნდა დარეგისტრირდნენ 65 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინისთვის – მინისტრის თქმით, საიტი 25 მარტს გასაჯაროვდება

რა პროცედურების გავლა მოუწევთ 65 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად – ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს 25 მარტს გამოაქვეყნებს იმ საიტის მისამართს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში დარეგისტრირდებიან.

“მათთვის, ასევე, ხელმისაწვდომი რჩება [ტელეფონის ნომერი] 1522, სადაც ისინი მიიღებენ სრულ ინფორმაციას ვაქცინაციის პროცესის როგორც რეგისტრაციასთან, ასევე – ვაქცინაციის პროცესში არსებული ნებისმიერი გართულების, ან მოლოდინის შესახებ და აქედან გამომდინარე, ეს პროცესი, ვთვლით, რომ ისევ, როგორც ექიმებში, შეფერხების გარეშე წარიმართება,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მსგავსი თემები