“თუ ისინი გაჩერდებიან თვითიზოლაციაში, ნულამდე დაიყვანენ საფრთხეს” – თენგიზ ცერცვაძე ღამით ეკლესიაში მყოფ ადამიანებზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეებს ახალ რეკომენდაციებს აძლევს. თუ ის პირები, რომლებიც ეკლესიებში იმყოფებოდნენ, იზოლაციაში დარჩებიან და შეძლებენ ოჯახის წევრებთან ახლო კონტაქტს თავი აარიდონ, ვირუსის გადადების საფრთხე შემცირდება.

“ამ პირებმა, რომლებმაც არ გაითვალისწინეს მოწოდებები და მაინც მივიდნენ, არამგონია მათ ახლა ჩემი რეკომენდაცია გაითვალისწინონ და თვითიზოლაციაში წავიდნენ. თუ ისინი გაჩერდებიან თვითიზოლაციაში, ამით ნულამდე დაიყვანენ იმ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა მათ შეექმნათ ღამის განმავლობაში.

მე ვხედავ, რომ თითქმის ყველა მათგანს უკეთია ნიღაბი. იდეალური დაცვა არ არის, მაგრამ არის მცდელობა სოციალური დისტანციის დაცვის,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები