ადვოკატის მტკიცებით, ბანკზე თავდამსხმელს სათამაშო სპორტული იარაღი ჰქონდა

თბილისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებულის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და ის მხოლოდ სათამაშო სპორტული იარაღი იყო.

„ნიკოლოზ წურწუმია დუმილის უფლებით სარგებლობა. მას დიდი ემოციური ფონი აქვს და ხვალიდან დამშვიდებულზე ითანამშრომლებს გამოძიებასთან. ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. ჰქონდა სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი. არანაირი დაზიანება არ აქვს. თვითონვე ჩაბარდა. ახლა იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორში. ხვალ შევალთ ადვოკატები“ – განაცხადა გიორგი ჭოჭუამ.

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა, რა დროსაც, ნიკოლოზ წურწუმიამ 7 მძევალი აიყვანა.

მსგავსი თემები