„ხალხი შიმშილის ზღვარზეა, სულით კომკავშირლები კი, ხელფასებს იმატებენ“ – დავით ჭიჭინაძე

 „არავინ შეეგუება შიმშილით განადგურების და დამონების მცდელობას, ჩინოვნიკების მანქანებიდან გადმოყრას დაიწყებენ ადამიანები“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

პოლიტიკოსი თვლის, რომ მთავრობას ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად პანდემიის მართვა გაექცა:

„იმ „ქართული ოცნებისთვის“,   ვისთვისაც უხერხული არც არჩევნების გაყალბებაა და არც ხელისუფლების მიტაცება, არამგონია პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე გადასვლა აღმოჩნდეს უხერხული, მაგრამ ბრძოლაში იბადება გამარჯვება და ამ უსამართლო ბრძოლაში „ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება, რადგან ოპოზიციას და ხალხს დღეს სწორედ ეს  უსამართლობის გრძნობა აერთიანებს მითუმეტეს, რომ  რეალობა  ასეთია: ქვეყანა დააქციეს, ეკონომიკა სრულიად ჩამოშალეს, კოვიდის მართვა გაექცათ, სახელმწიფო ინსტიტუტების, ქვეყნის პრივატიზაცია,  გრძელდება, ხალხი შიმშილის ზღვარზეა, სულით კომკავშირლები კი,  ხელფასებს იმატებენ.

ახალი „ოცნების“ საყრდენი მხოლოდ  არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები არიან და ყველას ერთად სისრულეში მოყავს  გახარიას დანაპირები – „საჩხერის მოდელი“ ( ქვეყნის საჩხერიზაცია)  – რაც სხვა არაფერია, თუ არა მონური შრომა კაპიკებისთვის და ქვეყნიდან გაქცევა.

მოკლედ, კოვიდის შიში როგორც კი გადაილახება და ადამიანების შიმშილით განადგურების რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან, არ არის გამორიცხული ჩინოვნიკების მანქანებიდან გადმოყრა დაიწყონ, არავინ შეეგუება საქართველოს დამონების მცდელობას და იმიტომ!“ – ამბობს დავით ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები