ლუკაშენკომ ხელი მოაწერა სამშობლოს ღალატისთვის საჯარო მოხელეების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონს 

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის მსჯავრდებული თანამდებობის პირებისა და სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიკვდილით დასჯის გამოყენების საშუალებას იძლევა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

,,პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს “სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”. დოკუმენტის მთავარი მიზანია ექსტრემისტული (ტერორისტული) და ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, კანონის მიხედვით, სამიდან ათ დღემდე იზრდება სახელმწიფოს ღალატში, შეთქმულებაში ან სხვა ქმედებებში: სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, ჯაშუშობისა და ფარული საქმიანობისთვის ეჭვმიტანილი პირების დაკავების ვადა.

 

მსგავსი თემები