1034 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

დღევანდელი  მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 151 139 საიდანაც 5 433 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 289, აჭარაში – 757, იმერეთში – 1 124.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 034 პირი, მათ შორის, თბილისში – 400, აჭარაში – 138, იმერეთში – 321. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 268 პირი,  მათგან თბილისში – 149, აჭარაში – 46, იმერეთში – 24.

2 000 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 136 – თბილისში, 604 – აჭარაში. 143 706 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 37, ხოლო აჭარაში – 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 30 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

მსგავსი თემები