„ ეს გახლავთ ორკების მორიგი შედევრი“ – დავით ქაცარავა

„2023 წლის მარტიდან რუსებმა აქტიურად დაიწყეს საგუშაგოების ირგვლივ სანგრების გათხრა.,“ – წერს „ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი დავით ქაცარავა.

ქაცარავა სოცალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ თხრიან ოკუპანტები ყოველ დრე ახალ საგუსაგოებს და სანგრებს:

„ეს გახლავთ ორკების მორიგი “შედევრი”, რომლის დეტალური გადაღება დღეს მოვახერხეთ.

დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა, რატომ თხრის სანგრებს ორკისტანი, საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის მოსაგერიებლად?

კრემლისთვის ასეთი კომფორტული და კოლაბორაციონისტი მთავრობა ქართული ოცნების სახით, რუსებს არასოდეს ჰყოლია საქართველოში.

ამისდა მიუხედავად, რუსეთი მაინც აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას და ემზადება.

რისთვის?

ამას დრო გვიჩვენებს,“ – წერს ქაცარავა.

 

მსგავსი თემები