„ტრაგედია, რომელიც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება“ – გამართლებული ბრალდებული

სამხედრო პირი  – მერაბ კობიაშვილი თავისუფალია. ნაფიც მსაჯულებს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სრული 24 საათი მოუწიათ ფიქრი. მანამდე კი, მერაბ კობიაშვილის ბრალეულობა-არაბრალეულობის საკითხის განხილვა 2 წელი გრძელდებოდა.

პირი, რომელსაც განზრახ მკვლელობა ბრალდებოდა და უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, დღეს თავისუფალია. ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს გორის სასამართლოსთან შეკრებილების ოვაციები და ტაში მოჰყვა.

პირველი კომენტარი თავად ბრალდებულმა და უკვე გამართლებულმა კობიაშვილმაც გააკეთა.

„ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ველოდებოდი იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ჩამიდენია განზრახ მკვლელობა.  ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მხრებით უნდა ვატარო მაინც, მთელი ცხოვრება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს სწორი გადაწყვეტილებისთვის და სიმართლისთვის. მეტს ვერაფერს ვიტყვი, ემოციებში ვარ, ნამდვილად არ ვარ ლაპარაკის ხასიათზე“, – განუცხადა კობიაშვილმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ საუბარია 2020 წელს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცის გახმაურებულ მკვლელობაზე.

მსგავსი თემები