„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ოჯახის ექიმთან არსებული შეფერხებები აღმოიფხვრას. უმრავლეს შემთხვევაში ოჯახის ექიმის ზარის დაყოვნება არის მაქსიმუმ ერთ საათამდე” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა
მისივე თქმით, ოჯახის ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის ფორმა შეიცვლება.
„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ოჯახის ექიმთან არსებული შეფერხებები აღმოიფხვრას. უმრავლეს შემთხვევაში ოჯახის ექიმის ზარის დაყოვნება არის მაქსიმუმ ერთ საათამდე. ჩვენ ამ კვირაში შევცვლით ოჯახის ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის ფორმას და გადავალთ პირდაპირ კომუნიკაციაზე, რაც უფრო გაამარტივებს პროცესს. მოდელი იხვეწება და ეს დაყოვნებები აღარ იქნება. სამინისტრო მუშაობს ცენტრალური ონლაინ კლინიკის გამართვაზე“,- აღნიშნა გაბუნიამ.