ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დედაქალაქის სკოლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარებას განაგრძობს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დედაქალაქის სკოლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარებას განაგრძობს.

გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეები იღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
  • ცხოველების კეთილდღეობა და მათი უფლებები;
  • მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
  • რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“;
  • რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე;
  • რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს;
  • როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
  • ადამიანისა და ცხოველების მეგობრობის ისტორიები;
  • ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
  • მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.
გაკვეთილის მსვლელობისას, მოსწავლეები მოკლემეტრაჟიან ფილმებს ნახულობენ შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მსჯელობენ და ერთმანეთს პირად გამოცდილებას უზიარებენ.

სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, იმ მოსწავლეებს, რომლებიც ცხოველების კეთილდღეობისათვის სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებენ, სააგენტო სერტიფიკატებს გადასცემს და ანიჭებს სტატუსს – ,,ცხოველების მეგობარი“.

პროექტის მიზანია მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება.

მსგავსი თემები