“საქართველო მიჰყვება იაპონიისა და სამხრეთ კორეის წარმატებულ მოდელს” – საერთაშორისო მედია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, იყენებს ინოვაციურ შესაძლებლობებს ინფექციის გავრცელების ადრეულ სტადიაზე, აპლიკაციის მიზანს წარმოადგენს სანდო ინფორმაციის უზრუნველყოფა და დაავადების უკონტროლოდ გავრცელების თავიდან აცილება, – ასე ეხმაურება საერთაშორისო მედია ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას, ახალ აპლიკაციასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რომ აპლიკაციის გამოყენებით, კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, გაცილებით უფრო სწრაფი რეაგირება მოხდება.

„ჩვენ გვსურს პაციენტების არსებული საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით უზრუნველყოფა და მოსახლეობის დაცვის მიზნით, დაავადებასთან ყველა არსებული შესაძლებლობით, მაქსიმალური ბრძოლა. ჩვენ არ შევჩერდებით და გამოვიყენებთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის სრულ პოტენციალს“,- აღნიშნავს მინისტრი გამოცემასთან.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველო მიჰყვება იაპონიის და სამხრეთ კორეის, კორონავირუსის კრიზის პრევენციის, წარმატებულ მოდელს.

„აპლიკაცია ავსტრიულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ NOVID20-მა პროგრამული უზრუნველყოფის მოწინავე კომპანიასთან Dolphin Technologies-თან ერთად შეიმუშავა. აპლიკაცია, Rocket Media Communications მეშვეობით, ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე, ხელმისაწვდომი ხდება, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის. მაღალი სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით, აპლიკაცია NOVID20-ის მოქმედება დაფუძნებულია ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, როგორიცაა Bluetooth. მონაცემთა დაცვის უმკაცრეს გაიდლაინებთან თანხვედრით და ანონიმურობის სრული დაცვით, აპლიკაციის გამოყენება, ინფექციის მილიონობით შემთხვევების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა“, – ნათქვამია სტატიაში.

მსგავსი თემები