მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.
დაღუპულთა შორის, სამი მეხანძრეა.
„სამწუხაროდ, შემთხვევის შედეგად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა ეროვნული სახანძრო-სამაშველო სამსახურის 63-ე სახანძრო-სამაშველო განყოფილების სამი თანამშრომელი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
მათივე ცნობით, სატვირთო მანქანას 60 ტონა თხევადი ბუნებრივი აირი გადაჰქონდა.