„ნაციონალური მოძრაობის დაშლა, ეს არის რეცეპტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის”- იაგო ხვიჩია

ოპოზიციონერი დეპუტატი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ გადაყვანა, კლინიკის დასკვნის საფუძველზე ვერ მოხდება. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა ,,ნაცმოძრაობის“ დაშლა.

„ჩემი აზრით, ეს პარტია მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაა. შესაბამისად, მისი გადასაწყვეტია მისი საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიება, მათ შორის დაშლა. აქედან გამომდინარე, მთავარი არ არის „ნაცმოძრაობის“ დაშლა, მთავარია მიხეილ სააკაშვილს ეყოს ძალა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად აუცილებელია არა „ვივამედში“ გადაყვანა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, ეს არის რეცეპტი. არ ვიცით, ყველა წამალი საბოლოო ჯამში განკურნავს თუ არა, მაგრამ სწორი წამლის დანიშვნა პირველი გზაა გამოჯანმრთელებისთვის. სწორი წამალი „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა, ეს როგორ იმოქმედებს ვნახოთ, მაგრამ თუ წამალს არ დალევ, ისე ვერ გამოჯანმრთელდები”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები