იტალიაში, ალკოჰოლური სასმლის ქურდობის მცდელობისთვის ქართველი დააკავეს

იტალიაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში, ალკოჰოლური სასმლის ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 39 წლის ქართველი კაცი მაღაზიაში მომუშავე პერსონალმა არყის და რომის უნებართვოდ აღების დროს შენიშნეს.

კაცმა გაქცევა სცადა, თუმცა დაიჭირეს და პოლიციას ჩააბარეს.

მსგავსი თემები