ყირგიზეთში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამასთან, ყაზახეთში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით,  მიწისძვრა ყაზახეთში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მოსახლეობამ მიწისძვრის გამო სახლები დატოვა.

დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

მსგავსი თემები