კლიჩკო ზელენსკის ავტოკრატიზმში ადანაშაულებს

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ავტოკრატიზმში და ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, ზელენსკისა და მისი ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.

„მოძრაობას, რასაც ახლა ვხედავთ, არ შემიძლია, ვუწოდო დემოკრატიული. ვერტიკალისა და ავტორიტარიზმის ელფერი აქვს. ამის უკან, არის ზოგიერთი ხალხის სურვილი – არ შემიძლია მათი სახელების დასახლება. მათ სურთ ყველაფრის ცენტრალიზება და სწორედ ამიტომ ვხედავ ცენტრალიზებულ მედიას და ტელევიზიას უკრაინაში. ისინი ასევე ცდილობენ ძალაუფლების ცენტრალიზებას, ვერტიკალის აგებას“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

მსგავსი თემები