ზელენსკიპარლამენტს კანონპროექტს წარუდგენს, რომლითაც უკრაინაში ორი და მეტი ქვეყნის მოქალაქეობის უფლება დასაშვები გახდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომლითაც უკრაინაში ორი და მეტი ქვეყნის მოქალაქეობის უფლება დასაშვები გახდება.

მისი თქმით,  სულისკვეთებით და წარმომავლობით უკრაინელები უნდა გახდნენ უკრაინელები კანონითაც. ეს ეხება უკრაინელებს მსოფლიოს ყველა კუთხეში, ისევე როგორც უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც იცავენ უკრაინის თავისუფლებას, როგორც საკუთარ სამშობლოს.

„ყველა, ვისაც არ დაავიწყდა საკუთარი ფესვები და არ აძლევს მსოფლიოს საშუალებას, დაივიწყოს უკრაინა, ვის ძარღვებშიც უკრაინული სისხლი მიედინება და ვის გულშიც თავისუფალი გული ძგერს, წარმომავლობით უკრაინელები, რომლებმაც დიდი ხანია, დაამტკიცეს, რომ უკრაინელები არიან სულისკვეთებითაც, მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ საბოლოოდ უნდა გახდნენ უკრაინელები პასპორტითაც, საკანონმდებლო დონეზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები