აფეთქება დონეცკში – დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი

დონეცკის ბაზარზე დარტყმის შედეგად მინიმუმ 27 ადამიანი დაიღუპა. თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო “რესპუბლიკაში” 22 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

დონეცკის “მერკურის” ბაზრის ტერიტორია კვირას დაიბომბა. საოკუპაციო ხელისუფლების ცნობით, დაშავდა 25 ადამიანი.

რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. რესპუბლიკის მეთაური, დენის პუშილინი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.

მომხდართან დაკავშირებით უკრაინას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

მსგავსი თემები