კახეთში სამი ადამიანი დაჭრეს

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში  ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სუფრასთან, ქეიფის დროს დაწყებული სიტყყვიერი დაპირისპირება, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სუფრასთან მყოფმა ერთმა პირმა, სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სამი ადამიანი დაჭრა.

სამივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დაპირისპირების მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები