ნათლისღება ყველაზე დიდ, გაყინულ ტბაზე საქართველოში

ფარავნის ტბა საქარველოში, სამცხე ჯავახეთში, სოფელ ფოკაში მდებარეობს. აქ, 19 დეკემბერს, ნათლისღების დღეასწაულზე უამრავი ადამიანი ჩადის და ყველაზე დიდ, გაყინულ წყალში განბანვის რიტუალში მონაწილეობენ.

აქ ყინულის საფარი დაახლოებით 47-73 სანტიმეტრია. ტბა ზღვის დონიდან 2 073 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტბაში სხვადასხვა სახეობის თევზი ბინადრობს –  ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი და სხვა.

აქვე მდებარეობს ფოკას მამათა მონასტერი. ნათლისღების სადღესასწაულო ლიტურგიის  შემდეგ ადამიანები ტბას ჭრიან, გაყინულ წყალში ჩადიან და  განბანის რიტუალში მონაწილეობენ. ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით  ყოვეთვის იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამაშველო სამსახური.

დეკემბერში ფარავნის ტბას ტურისტებიც სტუმრობენ. ულამაზესი სანახავია გადათეთრებული სოფელი გაყინული ტბით, სადაც ადგილობრივები თევზაობენ კიდეც.

 

მსგავსი თემები