,,კადრებმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ იკვებება”- არჩილ თალაკვაძე

,,გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ, მაღალი ალბათობით, როგორც აქ ჩანს, პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ ასრულებს რეკომენდაციებს, არ იკვებება და ისევ სახელმწიფოს და ისევ პენიტენციურ ჯანდაცვას უყენებენ პრეტენზიებს,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის გარემოცვას არა მისი ჯანმრთელობა აინტერესებთ, არამედ კანონის გვერდის ავლით​ მართლმსაჯულებიდან თავის დაღწევის სურვილი აქვთ.

„რეალობა გახლავთ ის, რომ სახელმწიფომ გამოხატა სრული მზადყოფნა მიაწოდოს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს სრული სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება. გამოხატა მზადყოფნა, რომ მოიწვიოს ნებისმიერი პროფილის ექიმი, ვისაც ჩათვლის საჭიროდ მისი ოჯახი და დაცვის მხარე მისი ჯანმრთელობის ინტერესები, თუმცა ამაზე ჯერ პასუხი არ მიგვიღია, რაც ადასტურებს იმას, რომ სინამდვილეში ამ ადამიანებს და სააკაშვილის გარემოცვას არა მისი ჯანმრთელობის საკითხები, არამედ სხვა ინტერესები აქვთ. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური მოტივაცია და ეს არის მართლმსაჯულებიდან თავის დაღწევის სურვილი კანონის გვერდის ავლით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები