,,უკრაინამ ბრძოლის ველზე სიტუაციის დასტაბილურება შეძლო”- ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინამ ბრძოლის ველზე სიტუაციის დასტაბილურება შეძლო. მისივე თქმით,  ბრძოლის ველზე სიტუაცია რთული და დაძაბულია, თუმცა სრულად კონტროლდება.

„ჩვენ შევძელით სიტუაციის დასტაბილურება. ის რთული, დაძაბულია, თუმცა სრულად კონტროლდება. თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების შენარჩუნების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის М142 HIMARS-ის დროული ჩამოსვლა, რომლებიც დამიზნებულ დარტყმებს აყენებს მტრის მართვის პუნქტებზე, საბრძოლო აღჭურვილობისა და საწვავის საწყობებზე“, – განაცხდა ზალუჟნიმ.

მსგავსი თემები