“რუსეთის სანქციის შედეგად გამოწვეული სავარაუდო დანაკარგი, 750 მლნ დოლარს შეადგენს”- შალვა ალავერდაშვილი

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთიდან ტურისტული ნაკადი შეწყდება, 2019 წელს, მიღებული ზიანი, შესაძლოა, 2,1 მლრდ ლარი იყოს, – ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა, მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ჟურნალისტებს, სტატისტიკური კვლევის დეტალური ამონაწერები წარუდგინა.

მისი თქმით, მთავრობის სტრატეგია, კრიზისის დასაძლევად, უმნიშვნელოვანესია. პოტენციური ზიანის შემცირების მიზნით კი, რუსული ბაზრის შენარჩუნება აუცილებელია.

„მიმდინარე წლის განმავლობაში, ვიდრე რუსეთი სანქციებს განახორციელებდა, საქართველოს, ტურისტული ვიზით 5 000 000 ტურისტი სტუმრობდა, მათ შორის, რუსეთიდან 1 400 000.

რუსეთის მთლიანი დანახარჯი, აღნიშნული პერიოდისთვის, 1,1 მლრდ დოლარია, რაც ტურიზმის მთლიანი დანახარჯის 33 პროცენტს შეადგენს“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მთავარში“.

როგორც მენეჯერი ამბობს, დაწესებული სანქციის გამო გამოწვეული სავარაუდო დანაკარგი, 750 მლნ დოლარს შეადგენს.

მსგავსი თემები