სომხეთში ყარაბაღიდან 3000-მდე დევნილი ჩავიდა – სომხეთის მთავრობა

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, სომხეთში ყარაბაღიდან 3000-მდე დევნილი ჩავიდა. მათივე ცნობით, სომხეთში იმ მოქალაქეების ტრანსპორტირება, რომელთაც ყარაბაღის დატოვება სურდათ, გუშინ დაიწყო.

საგუშაგოზე წითელი ჯვრის მანქანებით მძიმედ დაშავებულებიც გადაიყვანეს.

სომხეთის მთავრობის ცნობით, 2 100 იძულებით გადაადგილებული პირის მონაცემები უკვე დამუშავებულია, ხოლო 700-ზე მეტი პირის იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, 2 100 რეგისტრირებულიდან 1 000 ადამიანი საკუთარ საცხოვრებლებში დასახლდა, ხოლო დანარჩენ 1 100 მოქალაქეს საცხოვრებლები მთავრობამ გამოუყო, თუმცა ნაწილისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფა კვლავ განხილვის პროცესშია.

მსგავსი თემები