სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა დასრულებულია, პრეზიდენტი ქვეყანაში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და დუმის წარმომადგენლის, გავრილოვის ვიზიტსაც შეეხო და აღნიშნა რომ სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, იმას არ მივიღებდით, რაც მივიღეთ.
„მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება, ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ოკუპაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს თემა საკრალური თემაა.
„ოკუპაციის თემა ყველაზე საკრალური თემაა და ამ თემასთან დაკავშირებით არ უნდა ისმოდეს აბსურდული ბრალდებები ერთმანეთის მიმართ: „არაფერს აკეთებენ“ ან „ენგურის ხიდი ჩაკეტეს“ – განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან კარგად ვიცით, ვინ ჩაკეტა ენგურის ხიდი და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება, ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. ასეთი სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.