,,ყირიმის ხიდზე თავდასხმები რეგულარული იქნება” – ბუდანოვი

ყირიმის ხიდზე თავდასხმები, რომელიც რუსებმა უკანონოდ ააშენეს, რეგულარული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი ავრცელებს.

,,საკითხი ის არ არის, შევუტევით თუ არა ხიდს. ჩვენ ამას რეგულარულად ვაკეთებთ, ასე რომ ბოლომდე მივხედავთ. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი დარწმუნებულია, რომ პუტინი ამას ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს.

მსგავსი თემები