ქუთაისში მაღაზია გაქურდეს – წაღებულია თამბაქო

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, მაღაზია გაქურდეს. ობიექტიდან ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა თამბაქო წაიღეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მსგავსი თემები