,,ბე­რა­ია არც გა­ბე­დო, ხმა ჩა­ი­წყვი­ტე, შე რეგ­ვე­ნო! შენი ტოლი და სწო­რი ნახე”- ხერხეულიძე ბერაიას

ბე­რა­ია არც გა­ბე­დო, ხმა ჩა­ი­წყვი­ტე, შე რეგ­ვე­ნო! შენი ტოლი და სწო­რი ნახე და იქ იყ­მუვ­ლე, შე, რეგ­ვე­ნო, შენ! – ამ სიტყვებით „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევრს, ირაკ­ლი (დაჩი) ბე­რა­ი­ას მიმართა.

დე­პუ­ტა­ტებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბას მოყ­ვა.

,,კო­ლე­გე­ბო, რომ­ლე­ბიც უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ბრძან­დე­ბით, ეს არის მო­ნაც­ვლე­ო­ბი­თი ამ­ბა­ვი. ოდეს­ღაც ჩვენ ვის­ხე­დით მაგ მხა­რეს და აქეთ იყო ოპო­ზი­ცია. თქვენც აუ­ცი­ლებ­ლად შე­იც­ვლე­ბით. ბე­რა­ია არც გა­ბე­დო, ხმა ჩა­ი­წყვი­ტე, შე, რეგ­ვე­ნო! შენი ტოლი და სწო­რი ნახე და იქ იყ­მუვ­ლე, შე, რეგ­ვე­ნო, შენ! ყო­ველ­თვის იცო­დეთ, რომ ეს არის ძა­ლი­ან მო­ნაც­ვლე­ო­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ეს არ არის კა­ცის საქ­ცი­ე­ლი, როცა ერთ ადა­მი­ანს ნა­ხავთ, შე­ე­სე­ვით, ხან უკ­ნი­დან ჩა­არ­ტყამთ და გგო­ნი­ათ, რომ ბოსს ასი­ა­მოვ­ნებთ. ეს არ არის არც კა­ცუ­რი, არც ადა­მი­ა­ნუ­რი და მი­თუ­მე­ტეს, არც დე­პუ­ტატს შე­ე­ფე­რე­ბა. ყვე­ლა­ნი ოდეს­მე მოხ­ვდე­ბით უმ­ცი­რე­სო­ბა­ში და მა­შინ იქ­ნე­ბით იმ ხალ­ხის და­სა­ცა­ვი, ვინც დღე­საა უმ­ცი­რე­სო­ბა­ში“, – გა­ნა­ცხა­და ხერ­ხე­უ­ლი­ძემ.

მსგავსი თემები