„გმირი კაცი, ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია”- მეუფე იაკობი სააკაშვილზე

,,გმირი კაცი, ერშიც გმირია, ბრძოლაშიც და ციხეშიც, მაგან მე რა უნდა გამამწაროს, ციხეში ყოფნის ეშინია,”- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მეუფეს თქმით, სააკაშვილს ”როცა უნდა ქართველი იყო, ქართველთა პრეზიდენტი, როცა უნდა უკრაინელია”.

„გმირი კაცი, ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია. გადაგვაყოლეს ახლა, რა.. მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი. მინდა, ერთ რაღაცას მივაქციო ყურადღება – ხომ ხედავს ხალხის რისხვას როგორია, გამოსულიყო ეთქვა, რომ, კი, ჩემ დროს მინდოდა, კარგი ქვეყანა ამეშენებინა, მაგრამ მეც ვერ მივაქციე ყურადღება, ვიღაცამ რაღაც დააშავა? – ეთქვა, ჩემი ბრალია და ყველას მაგივრად, რაც გინდათ, ის მიყავით, გინდათ ჯვარზე გამაკარით… ხომ სხვანაირად შევხედავდით.

ვინც გამწარებული ჰყავს, მაგან მე რა უნდა გამამწაროს, ციხეში ყოფნის ეშინია… გარეთ რომ გამოვიდეს, რა?! როცა უნდა ქართველი იყო, ქართველთა პრეზიდენტი, როცა უნდა უკრაინელია. ვიღაც პოდოლიაკი, ჩაგვრაში რომ არის საჯარო პირი… ნუ გამოაგზავნიდნენ თავიანთ საჯარო სამსახურში მყოფ ადამიანს საქართველოში და ტირილს ნუ დაიწყებდნენ, რა… არ გამოეშვათ! დაეჭირათ თავიანთ საზღვარზე და ეს ამბები არ იქნებოდა. 16 წელია ქვეყნის აოხრება მიდის ამათი მხრიდან, 2007- ის ბოლოდან უკვე წავიდა წინააღმდეგობა. ისტორია როდის დაიწყო?… მაგათზე მეტი ყველას გვაქვს გაკეთებული და კიდევაც გავაკეთებთ. ღმერთი მაგათ არ უნდათ, ჩვენი ისტორია მაგათ არ უნდათ, არაფერი არ უნდათ!”- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი თემები