დატბორილი გზები, მეტროს რამდენიმე ხაზზე შეწყვეტილი მოძრაობა და დაკარგულები – ძლიერი წვიმა მადრიდში

ესპანეთში, მადრიდში ძლიერი წვიმის შედეგად მეტროს რამდენიმე ხაზზე და ჩქაროსნული მატარებლის ხაზებზე მოძრაობა შეწყდა.

სტიქიის შედეგად დაიტბორა გზები. ორი ადამიანი  უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სასწრაფო დახმარების სამსახურებმა 1 200-ზე მეტი გამოძახება მიიღეს. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდი, რის გამოც რამდენიმე მიმართულებით გზა დაიკეტა.

მსგავსი თემები