დიდ დიღომში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მანქანა ქვეითს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თვითმხილველები ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი კონტაქტური იყო.

დამატებითი დეტალები დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები