მაკო გომურმა გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა – რას წერს 20 ივნისს დაზარალებული?!

  •  

“ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ, პარლამენტში გიორგი გახარიას, 20 ივნისს დაზარალებული, მაკო გომურის წერილი წაუკითხა, რომელიც მან გიორგი გახარიას მისწერა.

მაკო გომური წერილში კითხვას სვამს, რატომ არიან დღეს აქციის მონაწილეები ციხეში და რატომ არის თავისუფალი პირი, რომლის გამოც მან აქციაზე თვალი დაკარგა.

“რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი. თუ უდანაშაულო ხალხის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შეძლებს ქვეყნის მართვას, როცა მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს და თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცემული იყო და არ დაემორჩილა ჯარი, რანაირად შეძლებს მართოს მთელი სისტემა. და კიდევ, გადაეცით, რომ ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა“, – წერს მაკო გომური წერილში. 

მსგავსი თემები