“ამ ექსპერიმენტის ჩამტარებელი არის უვიცი და პროვოკატორი” – შალვა ალავერდაშვილი

გამომძიებელ ჟურნალისტთა მიერ გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს, რომ ყაზბეგი-ფასანაურის სასტუმროებში რუსულ რუბლში ვაჭრობენ, პროვოკაციას უწოდებს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.

როგორც ალავერდაშვილი “მედიაცენტრ მთავართან” განმარტავს, აღნიშნულს არანაირი კავშირი აქვს ჟურნალისტიკასთან.

“ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა. ცნობისთვის, საქართველოში სასტუმროებს აქვთ უფლება 2000 ლარის ექვივალენტი ნებისმიერი ვალუტის მიღების თითო გადახდაზე. ჯერ კანონები კარგად შეისწავლეთ და მერე იინტრიგნეთ” – აცხადებს ალავერდაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გამომძიებელ ჟურნალისტთა მიერ ორ სასტუმროში, სამ კაფესა და გარემოვაჭრეებთან ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა, რომ
ყაზბეგი-ფასანაურის გზის პირას მდებარე ობიექტები რუსულ რუბლში ვაჭრობენ.

მსგავსი თემები