“მათ განცხადებებს ჩვენი სახელმწიფოსთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს” – ხაჯიმბა ზურაბიშვილს პასუხობს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შესახებ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში საქართველო მას არ აინტერესებს.

„ამ სიტუაციაში საქართველო მე არ მაინტერესებს. მათ განცხადებებს ჩვენი სახელმწიფოსთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

ასევე, ხაჯიმბამ დასძინა, რომ აფხაზეთს ჰყავს მოკავშირე რუსეთის სახით, რომელთანაც ისინი აქტიურად მუშაობენ. სხვა ყველაფერს კი, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა “უაზრო ლაპარაკი” უწოდა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ყველა გზასა და საშუალებას გამოიყენებს იმისათვის, უახლოეს მომავალში, მისი პრეზიდენტობის ვადაში საქართველოს მშვიდობიანად დაუბრუნდეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

მსგავსი თემები