გერმანელი აქტივისტები უკრაინითვის იარაღის მიწოდებას აპროტესტებენ

გერმანელმა აქტივისტები უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააპროტესტეს და ბერლინში, გერმანიის კანცლერს „ომის წამქეზებელი და გამამაწვავებელი“ უწოდეს.

ამ გზით, აქტივისტები შეეცადნენ კანცლერ შოლცისთვის სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.

ოლაფ შოლცი, ბერლინში  ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა, სადაც უკრაინის საკითხზე საუბრობდა. აქტივისტები კი მას „მატყუარას,“ „ომის გამამწვავებელს“, „ომის წამქეზებელს“ უწოდებდნენ.

„ომის გამამწვავებელი პუტინია. ის 200 000 ჯარისკაცით შეიჭრა უკრაინაში. პუტინს უკრაინის განადგურება სურს“, – აღნიშნა შოლცმა მათ საპასუხოდ და დასძინა, რომ რუსული აგრესიული ომის დასამარცხებლად უკრაინას დახმარება სჭირდება. ადგილობრივი მედია არ გამორიცხავს, რომ აქტივისტები, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ, რუსი ეროვნების მოქალაქეები ყოფილიყვნენ.

მსგავსი თემები