ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, მოინახულონ და გაასეირნონ ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში შაბათ-კვირას.
,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით, მოინახულეთ და გაასეირნეთ ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში შაბათ-კვირას.
ცხოველების გასეირნება თავშესაფრის თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება.
გასეირნებისას უზრუნველყოფილი იქნება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში არაერთი დაკარგული და პატრონის მიერ ჩაბარებული ცხოველი ხვდება, რომლებისთვისაც სოციალიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, გთხოვთ, დარეკეთ თავშესაფარში ნომერზე – 032 2 421 424,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებაში.