თბილისი პრაიდის კვირეული 1-8 ივლისს გაიმართება

თბილისი პრაიდის კვირეული წელს 1-8 ივლისს გაიმართება. ორგანიზაციის ცნობით, ტრადიციულად ივლისის დასაწყისში უერთდებიან ღირსებისა და სიამაყის თვეს, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება.

,,სიყვარულს ვერ დაამარცხებ! თბილისი პრაიდის ყოველწლიური კვირეული 1-8 ივლისს ბრუნდება! ტრადიციულად, ივლისის დასაწყისში ვუერთდებით ღირსებისა და სიამაყის თვეს, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება.

პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა. პრაიდის კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები