„ადვოკატებს არ აძლევენ რუქების ასლებს, რაც ხელს უშლით დაცვის გახორციელებაში“ – სულხან მელაშვილის ოჯახი „მედიაცენტრ მთავარში“

„გარეჯის კომპლექსს საერთოდ არ ეხება ეს საქმე ამიტომ ნუ მოქმედებენ ხალხზე და ნუ ამბობენ, რომ ვიღაცამ გარეჯი გაყიდა,“ -ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლემ, თამარ სულაძემ განაცხადა.

ოჯახის ინფორმაციით ადვოკატებს არ ეძლევათ საშუალება დაცვა სრულყოფილად განახორციელონ, როგორც თამარ სულაძე აცხადებს „სამხარაულის“ ექსპერტიზის ბიურომ და პროკურატურამ ადვოკატებს რუქების ასლების გადაცემაზე უარი უთხრა:

„ადვოკატები იყვნენ პროკურატურაში მოითხოვეს რუქების ასლები ასევე იყვნენ მისული „სამხარაულში“, მაგრამ ორივე სამსახურმა უარი უთხრა, ამით ცდილობენ ხელი შეუშალონ ადვოკატებს დაცვაში, მათაც მშვენივრად იციან, რომ ეს ხალხი არაა დამნაშავე და ყველნაირად ცდილობენ რომ ეს არ დამტკიცდეს.

ჩემი მეუღლე სიკვდილის შიშითაც კი არ გააკეთებს იმას, რომ თავისუფლების სანაცვლოდ ვინმეს დაადოს ხელი.

გვინდოდა პატრიარქთან პირადად შეხვედრა, მაგრამ გვითხრეს, რომ კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით მეუფეებსაც კი არ აქვთ უფლება პატრიარქი ნახონ, ამიტომ პირადად ვერ შევხდით პატრიარქს,“ – განაცხადა თამარ სულაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები