,,არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით, სანქციებისთვის თავი აერიდებინა”- ილია დარჩიაშვილი

,,თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ომი მიმდინარეობს და საქართველოში არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით, სანქციებისთვის თავი აერიდებინა,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო პირნათლად ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

,,საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო. უკვე თითქმის 1 წელზე მეტია, რაც ეს ომი მიმინარეობს და საქართველოში არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით თავი აერიდებინა სანქციებისთის. ეს არის ჩვენი ვალებულება ჩვენი პარტნიორების წინაშე და ეს ვალდებულება შესრულდება ყოველთვის. შესაბამისად, ამ საკითხში საქართველო ძალიან ტრანსფარენტული, ღიაა და საქართველო გააგრძელებს საერთაშორიოს თანამეგობრობასთან  და პარტნიორებთან ერთად ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები