,,ვინ ვარ იცი შენ?”- სუპერმარკეტში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გინება, ყვირილი, ხმაური –  თბილისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხმარებელი შევარდა და კონსულტანტს თავს დაესხა. მამაკაცი სამართალდაცველებმა უკვე დააკავეს.

ახალგაზრდა კაცმა კონსულტანტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კადრები შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

,,ვინ ვარ იცი შენ?… წადი გაიარე…სუს-ში მყავს მთელი ოჯახი, შე უზრდელო გოგო… წადი გაიარე… შენ, პოლიციაში რეკავ შენ? უთხარი, ის ბიჭიაო, შვიდჯერ, რომ არის ნასამართლევი…” – ამბობს თავმსხმელი.

გავრცელებული ინფორმაციით,  ახალგაზრდა თავდამსხმელმა ალკოჰოლის მოპარვა სცადა. სუპერმარკეტში შეჭრილმა პირმა მინის ბოთლებით მაღაზიის მინაც ჩაამსხვრია.

მსგავსი თემები