დადგა რუსეთის დაშლის მომენტი – კირილ ბუდანოვი

რუსეთი “სეისმური ცვლილებების” ზღვარზეა, რაც გამოიწვევს არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას, არამედ თავად რუსეთის ფედერაციის დაშლას – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

მისი თქმით,  რუსეთის ძალებმა ზამთრის შეტევის დროს წარმატებას ვერ მიაღწიეს, რამაც მათ რიგებში უზარმაზარი დანაკარგები გამოიწვია.

,,საზღვრები შეიძლება შეიცვალოს. ეს ხელოვნურად შექმნილი შეცდომაა და ახლა დადგა ამ ქვეყნის დაშლის მომენტი”, – განაცხადა ბუდანოვმა.

 

 

მსგავსი თემები