,,იტალიას სურვილი აქვს უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების რიგებში იხილოს”- მარიო დრაგი

,,მხარს ვუჭერთ ერს, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდა. იტალიას სურვილი აქვს რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების რიგებში იხილოს,”- ამის შესახებ ემანუელ მარიო დრაგიმ, გერმანიის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იტალიის პრემიერის განცხადებით, უკრაინას დაეხმარებიან სამხედრო დანაშაულების გამოძიებასა და ომის შემდეგ აღდგენის პროცესში.

,,დღეს უკრაინაში,  უკრაინელი ერის მხარდასაჭერად ჩამოვედით. მხარს ვუჭერთ ერს, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდა. იტალიას სურვილი აქვს რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების რიგებში იხილოს, ამიტომ მისთვის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. დღეს რუსული ბოროტების საშინელი ნაკვალევი ვიხილეთ. დავეხმარებით უკრაინას ამ სამხედრო დანაშაულების გამოძიებასა და ომის შემდეგ აღდგენის პროცესში. ჩვენი მიზანია მშვიდობის დამყარება. აუცილებელია რომ უკრაინამ თავის დაცვა შეძლოს. ჩვენ ევროპელები ვართ და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გავწევრიანდეთ,”- განაცხადა მარიო დრაგიმ.

მსგავსი თემები