„ოჯახს უცხოეთში გადაყვანის სურვილი აქვს, თუმცა, მნიშვნელოვანია ვინ დაფარავს ხარჯებს“ – კონსტანტინე გამსახურდია

  •  

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრზიდენტის ვაჟი კონსტანტინ გამსახურდია „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ცოტნე გამსახურდიას ოჯახის სურვილია მან უცოეთში გააგრძელოს მკურნალობა, თუმცა, სხვა საკითხებთან ერთად, გასარკვევია, ვინ დაფარავს მკურნალობის ხარჯებს.

„ყველაფერი უცვლელია, ცოტნეს მდგომარეობა იგივე რჩება, სტაბილურად მძიმე, არც გაუარესებაა და არც უკეთესობა. ოჯახს სურვილი გვაქვს, რომ მისი გადაყვანა უცხოეთში მოხდეს, თუმცა, ეს საკითხი სხვა გარემოებებზეა დამოკიდებული. ერთი – ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეორე – თავად კლინიკა როგორ გადაწყვეტს და მესამე -ვინ დაფარავს საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს. ალბათ, ხელისუფლება გადაიხდის“ – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.   

მსგავსი თემები